LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subway „სითი მოლშიც“ გაიხსნა

419
Subway

Subway საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს – „სითი მოლში“ 28-ე ფილიალი გაიხსნა. ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრო.

„Subway, „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად, საქართველოში რეკორდული სისწრაფით ვითარდება. ჩვენს ქვეყანაში ამერიკული კულტურის გავრცელებისა და დამკვიდრებისთვის „ვისოლ ჯგუფი“ 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს Subway-ს, Wandy’s-ის და Dunkin’-ის ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 130 რესტორნით, საქართველოს სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. საქართველოში ამერიკული ბრენდების რესტორნების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ შესაძლებლობა მოგვცა, სრულად გაგვეთვალისწინებინა ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები და შეგვეთავაზებინა ადგილობრივ გემოვნებასა და ცხოვრების სტილზე მორგებული, ჯანსაღი და ბალანსირებული კვების გამოცდილება, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.  

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს Subway საქართველოში კიდევ 10 ახალ რესტორანს გახსნის, ხოლო მენიუს ახალი, ჯანსაღი კატეგორიები დაემატება. ამასთან ერთად, ბრენდი განახორციელებს ტექნოლოგიურ განახლებას: ახალი დიზაინის Self-Order კიოსკები რესტორნებში შეკვეთას კიდევ უფრო სწრაფსა და მარტივს გახდის, ხოლო Subway-ის აპლიკაცია განახლებული ფუნქციონალით მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ შეუკვეთოს, აირჩიოს ბალანსირებული კომბინაციები და ყოველდღიურად მიიღოს პერსონალიზებული გამოცდილება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g