LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებაში არ გამიკეთებია ბოტოქსი და სხვა მსგავსი პროცედურები…“ – მაყვალა ჩიხლაძე 86 წლის გახდა – როგორ აღნიშნა დაბადების დღე

119
მაყვალა ჩიხლაძე

ახლახან მომღერალ მაყვალა ჩიხლაძეს 86 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის და დაბადების დღეების სიყვარულის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ (3 დეკემბრის ნომერი) ესაუბრა.

„დაბადების დღე რესტორანში მეგობრებთან ერთად აღვნიშნე. ძალიან კარგი დრო გავატარე. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და ერთი წელიც არ გამიცდენია, ეს თარიღი რომ არ აღმენიშნა. ყოველ წელიწადს ვცდილობ, დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში გავატარო. 86 წლის გავხდი და გული ისევ პატარა გოგოსავით მიძგერს. მეგობრები შევიკრიბეთ, ვიმხიარულეთ და შესანიშნავი საღამო გამოვიდა.

მე და ჩემს მეგობრებს ასეთი წესი გვაქვს: ორ კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვეფერებით, ერთმანეთის სიყვარულში ვატარებთ საღამოს…

86 წლის ასაკში შესანიშნავ ფორმაში ხართ. რა ალამაზებს ქალს, რა ამშვენებს?

ქალს ყველაზე მეტად შვილები ალამაზებს, მერე სიყვარული. თუ ქალი კარგ განწყობაზეა და გულში სიყვარული აქვს, ის უკვე ლამაზია, თუმცა თავის მოვლაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ახალგაზრდობაში არასდროს დავდიოდი სალონებში, ყოველთვის თავად ვიკეთებდი ვარცხნილობას, თმასაც თავად ვიღებავდი. კოსმეტიკის დიდი მოყვარული არ ვიყავი. მაკიაჟს მხოლოდ სცენაზე გამოსვლის წინ ვიკეთებდი, ისიც მხოლოდ მკრთალად. ასე ვთქვათ, მსუბუქი მაკიაჟი მქონდა. პუდრი და პომადა – სულ ეს არის ჩემი მაკიაჟი. პომადის გარეშე გარეთ არ გავდივარ. ჟოლოსფერია ჩემი, ძალიან მიხდება. ახლაც ასეა, არაფერი შეცვლილა. სახეზე მკვებავი კრემი არასდროს წამისვამს, მხოლოდ ახლა დავიწყე მისი გამოყენება.

ცხოვრებაში არ გამიკეთებია ბოტოქსი და სხვა მსგავსი პროცედურები. გენეტიკურად მაქვს არაჩვეულებრივი სახის კანი. დედაჩემსაც ასეთი კარგი სახის კანი ჰქონდა. ის 68 წლის ასაკში გარდაიცვალა და ერთი ნაოჭიც არ ჰქონდა სახეზე… არ ვბრაზდები. სულ ვიღიმი და ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ სილამაზეს ვინარჩუნებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g