ცნობილი ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს.
ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, ნიღბიანები ბიზნესმენის საგურამოში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ.
ინფორმაციას ყაჩაღობის შესახებ ადასტურებს გელა ბარკალაიაც.
როგორც „პირველებს” ბიზნესმენი ეუბნება, ის და მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 2 პირი უკვე დააკავა.
„[საგურამოში] ჩვენი დაჩაა… დაცვაა ნაცემი და მოურავი…
გამოძიება მიმდინარეობს, დაიჭირეს უკვე. [გამოკითხვაზე] არ ვყოფილვარ… 2 ადამიანია დაკავებული, ნიღბები ეკეთათ… ამბობენ იარაღიც ჰქონდათო…“ – ამბობს ბარკალაია ტელეკომპანიასთან.
ტელეკომპანიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
