LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სანდრა ბალოკი ორივე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

249
page

სანდრა ბალოკი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლოს-ანჯელესში უკვე მეორედ გადაიღეს. 61 წლის მსახიობს თან შვილები, 16 წლის ლუისი და 11 წლის ლაილა ახლდა. მათთან იმყოფებოდა სანდრას ერთგული პირადი დაცვაც, რომელიც ოჯახთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

ამ დღეს სანდრას ყოველდღიური სამოსი ეცვა, ის ხაკისფერ ორეულში იყო გამოწყობილი.

ცნობისთვის, ბალოკმა, რომელმაც საყვარელი მამაკაცი, ბრაიან რენდალი 2023 წელს, 57 წლის ასაკში დაკარგა, პირველად ისაუბრა თავის დანაკარგზე. მან Vanity Fair-ს ინტერვიუ მისცა. ბალოკმა აღიარა, რომ რენდალის გარდაცვალების შემდეგ, ის რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან არ გასულა პაპარაცების გამო, რომლებიც მას ყველგან დაჰყვებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სანდრა ბალოკი ფოტოგრაფ ბრაიან რენდალს 2015 წელს შეხვდა, მსახიობმა რენდალს „თავისი ცხოვრების სიყვარული“ უწოდა. სანდრა მის გვერდით იყო გარდაცვალებამდე, 2023 წლის აგვისტოში.

61 წლის მსახიობის იშვიათი გამოჩენა – სანდრა ბალოკი საყვარელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ სახლიდან წლები არ გასულა

სანდრა ბალოკმა აღიარა, რომ საქმროს გარდაცვალების გამო, სახლიდან წლები არ გასულა

ჯინსები, ხავერდის პიჯაკი და დაწნული თმა – 60 წლის სანდრა ბალოკი ფანტასტიკურ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები