მომღერალი ნუცა თოფურია დღეს, 5 დეკემბერს იუბილარია. ის 26 წლის გახდა.
მომღერალი დიდი ხანია, თავისი დაბადების დღისთვის ემზადება და სტუმრების 150-კაციანი სიაც გამზადებული აქვს.
უკვე გუშინდელი საღამოდან მომღერალმა უამრავი მილოცვა მიიღო, მეგობრებმა მას სიურპრიზი მოუმზადეს და ტორტით მიაკითხეს. ეს ვიდეო მომღერალმა „სთორიში“ გაგვიზიარა.
ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ნუცამ აღნიშნა, რომ გრანდიოზულად აღნიშნავს საკუთარ დაბადების დღეს:
„5 დეკემბერს ვხდები 26 წლის და გრანდიოზული დაბადების დღეც მაქვს დაგეგმილი, ფიზიკურად წარმოუდგენელია, პატარა დაბადების დღე გადავიხადო. ახლაც, სამას კაცზე რომ ავედი, ვიფიქრე, ცოტა ბევრია და თავიდან უნდა დავწერო-მეთქი და რა თქმა უნდა, შევამცირე. 150 კაცზე მეტი გამოვიდა, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია…“
