„ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გიორგი გახარიას გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის თქმით, ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ სურთ, როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ.
ფრაქცია „საქართველოსთვის“ BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს
„BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს,“
„მართლაც მნიშვნელოვან და ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში, სადაც მათ კვოტები ჰქონდათ კომისიაში, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიას 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ პერიოდს ეხებოდა, როცა ქართულმა საზოგადოებამ ჯოჯოხეთური პროცესები გადაიტანა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არნახული ტანჯვა-წამება განიცადა, მონაწილეობა არ მიიღეს.
ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც, მათი აზრით, უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა ან ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს იმ პერიოდში, როცა დეკემბერში აქციები იყო და, მათი აზრით, რაღაც ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. ეს არის რეალობა და მათი მიდგომა? როდესაც პრაქტიკულად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი წყარო – „ბიბისი“ საკუთარ მასალას გაემიჯნა, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაადგენს რეალურ მიზეზებს, ნამდვილად იყო თუ არა რაიმე გამოყენებული, როდის და რა იყო შეძენილი.
წინასწარი ინფორმაციით ვიცით, რომ ის ნივთიერება, რაც „ბიბისიმ“ დაასახელა, არასდროს ყოფილა შეძენილი, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ სურთ, როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
