LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხეიძე: „კარგია ახალგაზრდა ასაკში სიდედრობა… იმედია, ქორწილი საქართველოში იქნება…“

280
ნინო ჩხეიძე

ნინო ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (8 დეკემბრის ნომერი) ქალიშვილის, მარიკო კორახაშვილის გათხოვებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ კანადელმა შეყვარებულმა გოგონას ხელი სთხოვა…

ნინო ჩხეიძე:

„ჩემი სიძე უცხოელია, მაგრამ ძალიან მოსწონს საქართველო. ორჯერ იყო ჩამოსული და იმედი მაქვს, სულ კანადაში არ წავლენ საცხოვრებლად – ხან იქ იქნებიან, ხან – აქ. ამის იმედი მაქვს. მაიკოს რომ თვალებში ვუყურებ, ვხედავ, როგორი შეყვარებული და ბედნიერია და ეს ჩემთვის, როგორც დედისთვის, ყველაზე მთავარია.

ჩემი სიძე პროფესიით მუსიკოსია, ახლა მაგისტრატურაში აბარებს, სხვა განხრით. კარგად უკრავს გიტარაზე, საქსოფონზე – პროფესიონალურად, მელომანია და ძალიან მუსიკალური…

ქორწილს, ხელის მოწერასა და ჯვრისწერას როდის გეგმავენ?

იმედია, მალე იქნება ქორწილიც, ხელის მოწერაც და ჯვრისწერაც და იმედია, ეს საქართველოში მოხდება.

სიდედრის ამპლუაში რომ დავინახე ჩემი თავი, პირველად ცოტა შოკური ემოცია მქონდა, ახლა ნელ-ნელა ვეგუები. სადღაც კარგია ახალგაზრდა ასაკში სიდედრობა (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g