LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილით მემუქრებოდნენ, მამცირებდნენ, შვილებს ჩემთან საჯაროდ გამოჩენა რცხვენიათ… ქალების მთავარი მტერი ისევ ქალები ვართ“ – კრისტინ კაბოტი დუმილს არღვევს

2494
page

წლის ბოლო ახლოვდება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, Coldplay-ის კონცერტზე, IT-კომპანიის, Astronomer-ის ხელმძღვანელის, ენდი ბაირონის და კადრების განყოფილების უფროსის, კრის­ტენ კა­ბო­ტის „გამოჭერის“ კადრები გახდა.

ამ ამბავს მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ბაირონსაც და კაბოტსაც მომხდარის გამო პოსტების დატოვება მოუწიათ. მალევე ცნობილი გახდა, რომ ისინი მეუღლეებსაც დაშორდნენ.

„მხოლოდ მეგობრები“ – კრისტენ კაბოტმა ენდი ბაირონთან რომანი უარყო – Coldplay-ის კონცერტზე გამოჭერილი „გვრიტების“ შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

და აი, კრისტინ კაბოტმა ბოლოს და ბოლოს დუმილი დაარღვია და გამოცემასთან, Nytimes-რთულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრა.

„მხო­ლოდ ერ­თზე ვფიქ­რობ­დი, ღმერ­თო, მე ვატ­კი­ნე ადა­მი­ა­ნებს. კარგ ადა­მი­ა­ნებს ვატ­კი­ნე. ოჯა­ხის და­მან­გრე­ველს, ოქ­როს მა­ძი­ე­ბელ­სა და სხვა შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სა­ხე­ლებს მიწოდებდნენ. მე უბრალოდ ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, როცა დავ­ლიე რამ­დე­ნი­მე კოქ­ტე­ი­ლი და ჩემს უფ­როს­თან შე­უ­ფე­რებ­ლად მოვიქეცი. მინ­და ჩემ­მა შვი­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა და­უშ­ვა, მაგ­რამ ამის გამო სიკ­ვდი­ლით არა­ვინ უნდა გე­მუქ­რე­ბო­დეს. მე კი მემუქრებოდნენ, 60-მდე მუქარა მივიღე. ბოლო თვე­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მაჩ­ვე­ნა, რომ ქა­ლე­ბის მთა­ვა­რი მტე­რი ისევ ქა­ლე­ბი ვართ, ჩვე­ნი­ვე ხე­ლით ვუმ­ზა­დებთ ერ­თმა­ნეთს ჯო­ჯო­ხეთს. ვუპი გოლდბერ­გმა და გვი­ნეტ პელტროუმ, ჩემი დამ­ცი­რე­ბა თა­ვი­ან­თი შო­უ­ე­ბის მა­სა­ლად აქ­ცი­ეს“, – აცხადებს კრისტენი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკან­დალ­მა გა­და­ი­ა­რა, მის შვი­ლებს მას­თან ერ­თად სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა რცხვე­ნი­ათ. კრის­ტი­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ უფ­როს­თან ინტიმური ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია და იმ დღემდე მათ ერ­თმა­ნე­თის­თვის არც კი უკოც­ნი­ათ.

ასევე ირკვევა, რომ მან თა­ვის უფ­როსს, ენდი ბა­ი­რონს, კონ­ცერ­ტზე წას­ვლა თა­ვად შეს­თა­ვა­ზა. ორი­ვე მათ­გა­ნი მე­უღ­ლე­ებ­თან და­შო­რე­ბის პრო­ცეს­ში იყ­ვნენ.

დღეს კრის­ტი­ნი ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბა აღად­გი­ნოს. მისი განცხადებით, მისი ყოფილი მე­უღ­ლე, ენ­დრიუ, ნამ­დვი­ლი ჯენტლმე­ნი­ვით მო­იქ­ცა და მას სა­ჯა­როდ და­უ­ჭი­რა მხა­რი.

„აქამდე რას ელოდნენ?!“ – ენდი ბაირონი და კრის­ტენ კა­ბო­ტი მეუღლეებთან განქორწინდნენ – Coldplay-ის კონცერტზე „გამოჭერილი“ წყვილის შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები