LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი – ღვთისნიერი კაცით…“ – პო­ე­ტი ვაჟა ხორ­ნა­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა

152
ვაჟა ხორ_ნა_უ_ლი

პო­ე­ტი ვაჟა ხორ­ნა­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება ავრცელებს.

„დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი – ღვთისნიერი კაცით… – პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაიცვალა

დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანება, უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მკითხველს და სრულიად საქართველოს💔🕊“ – წერს სოციალურ ქსელში დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემოციურ პოსტს აქვეყნებს პო­ე­ტი მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რიც:

„პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაცვლილა… დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი – ღვთისნიერი კაცით… ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მკითხველებს… გისამძიმრებ რუსუდან რუსუდან ბერეკაშვილი“, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ წიკლაური.

"დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი – ღვთისნიერი კაცით" – პოეტი ვაჟა ხორნაული…

Posted by დუშეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება on კვირა, 21 დეკემბერი, 2025

ვაჟა ხორნაული 1948 წელს, დუშეთის რაიონში, სოფელ კაწალხევში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.

გამოცემული აქვს წიგნები: „ცა გაზაფხულის ტოტებში“, „ჯერ ნაპირამდე შორია“, „ჯერ გულში იბადებოდა“, „დაგცადე ათასფერადა“, „წყარო მუხის ჩეროში“, „ცის და მიწის სინათლეში“, „გულს მუდამ ახსოვხარ“, „სასწაულები ისევ გრძელდება“, „სამოთხის წყალში ოქროს თევზი რომ გაიელვებს“, „ყვავილი ღმერთის უბეში“, „თუ უკვდავების ვიპოვე წყარო“, „სიყვარულის ძაფზე ჩამოქნილი სიცოცხლის სანთელი“; ავტორია ნატუროპათიულ თემაზე შექმნილი წიგნისა „სნეული, სნეული, სნეული მსოფლიო (კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს“.

მისი წიგნები თარგმნილია რუმინულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g