LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკვერცხეების კისტა

104
საკვერცხეების კისტა

საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც მოთავსებულია საკვერცხის ზედაპირზე. განასხვავებენ ორი სახის კისტას:

ფუნქციური კისტა – რომელიც მენსტრუალური ციკლის დროს წარმოიქმნება და მალევე ქრება. ასეთი წარმონაქმნები საშიში არ არის და მკურნალობას არ საჭიროებს და პათოლოგიური კისტა – ის შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე  ავთვისებიანი და მენოპაუზის პერიოდში იჩენს თავს. ზომის მიხედვით კისტა შეიძლება იყოს წვრილი მარცვლოვანი და დიდი ფორთოხლის ზომამდე გაზრდილი. 

საკვერცხის კისტა რამდენიმე მიზეზით წარმოიქმნება: ჰორმონალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის ადრე დაწყება, ანთებები და ინფექციები, აბორტები, სექსუალური ცხოვრების არარსებობა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. 

სიმპტომებია: სისხლდენა საშვილოსნოდან რომელიც დაკავშირებული არ არის მენსტრუაციასთან; მენსტრუალური დარღვევები; გართულებული დაორსულება; ყრუ ტკივილი ან ქაჩვის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში; მტკივნეული სექსუალური კონტაქტი; შებერილობა და მუცლის გაზრდა; გახშირებული შარდვა.

საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა იწყება ექიმ-გინეკოლოგის კონსულტაციით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კვლევის შემდეგ მეთოდებს მიმართავს:

ულტრაბგერითი გამოკვლევა დაავადების დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა. ახდენს კისტის ვიზუალიზებას და ადგენს მდებარეობას. ლაპარასკოპიული მეთოდით ხდება ბიოფსიის ჩატარება. მასალის აღებით დგინდება კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია თუ ავთვისებიანი. ტარდება კომპიუტერული და მაგნიტო – რეზონანსული ტომოგრაფია – როდესაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა. სისხლის ტესტები ონკო-მარკერებზე – ტესტების საფუძველზე ხდება ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრა. მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მდგომარეობაზე, პაციენტის ასაკსა და მენოპაუზის პერიოდზე. ქირურგიული ჩარევა საჭირო არის იმ შემთხვევაში თუ კისტა იზრდება ზომაში და არ გაიწოვება, არ რეაგირებს მედიკამენტურ მკურნალობაზე. როდესაც არსებობს ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის რისკი, მდებარეობს საკვერცხის შიგნით ან არის პათოლოგიური წარმონაქმნი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები