საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 1.39%-ით გაიზარდა და 68.97 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 652.59 მლნ ლარით (1.65%), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 292.08 მლნ ლარით (1.02%) გაიზარდა.
რაც შეეხება საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობას, მან ნოემბრის ბოლოსთვის 65.71 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 0.20%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები 0.72%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 0.27%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.68% იყო, ევროს წილი კი – 19.85%.
