LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დევიდ და ვიქტორია ბექჰემების სევდიანი შობა“ – ბრუკლინ ბექჰემი სიდედრ-სიმამრთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, მშობლებს კი ბლოკავს

846
page

ბრუკლინ ბექჰემმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში საკუთარი მშობლები, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები ყველა პლატფორმაზე დაბლოკა, შობა მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.

წყვილმა სადღესასწაულო ფოტოები „ინსტაგრამზე“ გააზიარა.

გამოქვეყნებულ კადრებში ბრუკლინი და ნიკოლა ერთნაირ საშობაო პიჟამებში, მორთული ნაძვის ხის ფონზე პოზირებენ. ერთ-ერთ ფოტოზე მათთან ერთად ნიკოლას მშობლები, მილიარდერი ნელსონ პელტცი და კლაუდია პელტცი იმყოფებიან.

„გისურვებთ ყველას ბედნიერ შობას და ახალ წელს, სიყვარული და მშვიდობა თქვენ“ – წერს ნიკოლა.

ცნობისთვის, ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა 24 დეკემბრის საღამო შვილებთან, კრუზთან, რომეოსთან და ქალიშვილთან, ჰარპერთან ერთად გაატარეს.

ნიკოლა პელტცი დუმილს არღვევს – ბექჰემების ოჯახური სკანდალი პიკზეა

„დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ტრაგიკული შობა“

დაძაბული და დამწუხრებული – შვილის მიერ სოციალურ ქსელებში „დაბლოკილი“ დევიდ ბექჰემი პირველად გამოჩნდა

ბრუკლინ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ მშობლები და ძმა დაბლოკა – ბექჰემების ახალი სკანდალი და შოკირებული დევიდი და ვიქტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები