LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „10-წლიანი ოცნების ბედნიერი დასასრული – 46 წლის ქეთევან ჩოგოვაძე პირველი შვილის დედა გახდა“ – კლინიკა „ბომონდი“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

200
ქეთევან ჩოგოვაძე

კლინიკა „ბომონდი“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – 10-წლიანი ლოდინის შემდეგ, 46 წლის ქეთევან ჩოგოვაძე პირველი შვილის დედა გახდა.

ახალშობილს გურამი დაარქვეს. დედა-შვილის კადრებს კლინიკა „ბომონდი“ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„46 წლის ქეთევან ჩოგოვაძე, პირველი შვილის დედა გახდა. დაიბადა კიდევ ერთი ბომონდელი, გურამ ვაშაყმაძე.

10-წლიანი ოცნების ბედნიერი დასასრული, სიხარულის ცრემლები და ემოცია, რომელიც გადამდებია.

ბედნიერების ძლივს დატეული კადრები ბომონდიდან, სადაც სიტყვები უბრალოდ ზედმეტია“, – წერს კლინიკა „ბომონდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g