„დღეს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით გიორგი გახარიაზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა ბათუმის „შერატონში“. ცხადია, რომ ამაზე პასუხს არავინ აგებდა – უფრო მეტიც, ჩვენდა სამწუხაროდ სამართალდამცავი უწყებები თავად იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებაში“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.
„არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წევრებს]…შემდეგ თავს ჯგუფურად დამესხნენ, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი“ – გახარია სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე
ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა
მისივე თქმით, ამ თავდასხმიდან 1 თვეში გიორგი გახარიას მეორედ დაესხნენ თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
მისივე თქმით, დღემდე მალავენ „შერატონ ბათუმის“ კამერების ვიდეოჩანაწერებსაც.
„ასევე გაგახსენებთ, რომ ამ თავდასხმიდან 1 თვეში გიორგი გახარიას მეორედ დაესხნენ თავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და საბოლოოდ ივანიშვილის საჯარო დაკვეთას მოჰყვა 2 აბსურდული სისხლის სამართლის საქმე გიორგი გახარიას წინააღმდეგ. როგორც თავად ივანიშვილი საჯაროდ აღიარებს, გახარია მისი „მოუშუშებელი ჭრილობაა“ და არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც პირადად და საჯაროდ დასჯით დაემუქრა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, გახარია ერთადერთია, ვინც ივანიშვილს არ ჩაბარდა და „ოცნებიდან“ ერთადაერთი პოლიტიკოსია, ვინც ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. ივანიშვილმა და ნებისმიერმა სხვამ უნდა იცოდეს, რომ ის ვერ დაემალება პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ვიკა ფილფანი.
