LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარლონ ბრანდო შესაძლოა, მაიკლ ჯექსონის ერთ-ერთი შვილის ბიოლოგიური მამა იყოს – ჰოლივუდში ახალი სკანდალი მწიფდება

686
წლის განშორებები

ჰოლივუდში კიდევ ერთი სკანდალური თეორია გაჟღერდა, რომელიც პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ოჯახის ისტორიას ეხება. ბრიტანული ტაბლოიდის The Sun-ის ინფორმაციით, ჯექსონის უმცროსი შვილის, ბიბი ჯექსონის ბიოლოგიური მამა შესაძლოა, ლეგენდარული მსახიობი და გასული ეპოქის სექს-სიმბოლო, მარლონ ბრანდო იყოს.

გამოცემა წერს, რომ ეს ვერსია სულ ახლახან გახდა ცნობილი ჯექსონის უფროსი შვილებისთვისაც.

„ყველაფერი ახლახან დაიწყო, თითქოს თავსატეხის ყველა ნაწილი თავის ადგილზე ჯდება. ყველა ცდილობს გააზრებას. წლების განმავლობაში საუბრობდნენ, რომ მაიკლი სპერმის დონორების დახმარებას იყენებდა. მარლონ ბრანდო ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც მას მამობაში დაეხმარა, რადგან თავად ვერ ახერხებდა შვილების ყოლას. ამის შესახებ მხოლოდ ძალიან მცირე წრემ იცოდა“, – წერს The Sun წყაროზე დაყრდნობით.

ჰოლივუდის ინსაიდერების მტკიცებით, მაიკლ ჯექსონსა და მარლონ ბრანდოს ბევრად უფრო ღრმა და მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა. ორივე მეგავარსკვლავი ერთმანეთს სრულად ენდობოდა, სწორედ ამიტომ ინახებოდა ეს ინფორმაცია ამდენ ხანს საიდუმლოდ.

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა

ფოტო/ვიდეო: მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილი, პერის ჯექსონი ფანტასტიკურ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები