მომღერალი ბარბარა სამხარაძე „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც პირად ურთიერთობაზე ისაუბრა.
ბარბარამ გაიხსენა ის მომენტი, თუ როგორ გამოუტყდა თავისი რჩეული სიყვარულში და სად გაიცნო ის.
„როცა უკვე მითხრა, რომ მიყვარხარო, მარტო ის ვუთხარი, რომ მე შენთან ძალიან მშვიდად ვარ და ეს თუ სიყვარულია, მაშინ მეც მიყვარხარ.
მართლა მეხმარება იმ ტრავმების დამუშავებაში, რაც ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა. შეხვედრა მოხდა ოპერაში, მაგრამ გაცნობით სოციალური ქსელით გავიცანი.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემზე არ იცოდა ვინ ვიყავი“, – აცხადებს ბარბარა სამხარაძე.
