LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და დიდი სიხარულით დავშორდი… ჩემ გვერდით ვერ იქნება ადამიანი, რომელიც არ არის რეალიზებული და ვერც არის…“ – ნინი ქარსელაძე მეუღლესთან განქორწინებაზე

1473
ნინი ქარსელაძე

„მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა ნინი ქარსელაძე, რომელმაც დღევანდელ საზოგადოებაში ფესვგადგმულ ბულინგზე ისაუბრა. ასევე უპასუხა წამყვანის კითხვას მეორე ნახევართან დაშორების შესახებ:

„ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ, მათგან არ მწყინს არანაირი ცუდი კომენტარი. ადამიანი, რომელიც განაწყენებულია, გაბოროტებული, არარეალიზებული, არც საქმე აქვს, არც სამსახური – ის რომ ცუდ კომენტარს დაგიწერს… დღევანდელ ენაზე დაგაბულინგებს, რასაც მე არ ვცნობ… მაგრამ ფაქტია, ამან მოიცვა სოციალური ქსელი. სამწუხაროდ, დღეს სულელური მიზეზების გამო ძალიან ახლობელმა ადამიანებმა დაკარგეს ერთმანეთი. რა კარგია, რომ არ მაქვს „ფეისბუქი“. იქ იმხელა სიბინძურეა… არაფრის გამო არ შემიძლია ადამიანის დაკარგვა, თუ ისე არ მატკენ, რომ გული გამიხეთქო. სულს ვუბერავ ყველა ურთიერთობას და არ წარმომიდგენია, რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ არ ვუთხრა გამარჯობა ჩემს ნათლიას, ანასტასიას ნათლიას და ა.შ.

შეიძლება, მეც არ მომწონს ვიღაც, მაგრამ არასდროს დამიწერია ვიღაცისთვის კომენტარი, რა უშნო ხარ და რა ცუდად გამოიყურები-მეთქი. რა პლუსი გაქვს ამით, არ ვიცი. ისეთი ადამიანები წერენ კომენტარებს, რომელთაც შვილებისა და შვილიშვილების ფოტოები უდევთ და ეკლესიის. წარმოუდგენელია, ადამიანს სწამდეს ღმერთის, იყოს ღვთისმოსავი და ასეთი კომენტარები დაწეროს…“

ნინი ქარსელაძე პასუხობს კითხვას, მეუღლესთან დაშორება თუ იყო მტკივნეული:

„არა, პირიქით, ძალიან დიდი სიხარულით გავუშვი. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.

როგორი უნდა იყოს ის ბიჭი, რომელიც მოგეწონება…

ოჯახისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, პირველ რიგში და თვითონ უნდა ჰქონდეს რაღაც შექმნილი. მე თვითონ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება შეძლებულ ოჯახში გავიზარდე, 12 წლიდან მქონდა ჩემი საკუთარი შემოსავალი. არ ვყოფილვარ დამოკიდებული ოჯახზე იმ ასაკიდან. ადამიანი, რომელიც არ არის რეალიზებული, ის ვერ იქნება ჩემ გვერდით და ვერც არის. უნდა იყოს შემდგარი ნებისმიერ საქმეში. როცა კაცი რეალიზებულია, მის გვერდით ყოფნა ქალს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ბევრად უფრო დაფასებულია. კაცი, რომელსაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გასიამოვნოს, წარმოუდგენელია ასეთ კაცთან ურთიერთობა…

თუმცა ისიც შეძლებული ოჯახიდან იყო…

ამ თემაზე არ ვლაპარაკობ. ვთვლი, რომ ამ ასაკში თუ არაფერი გაქვს შექმნილი, ვერაფერს შექმნი მომავალშიც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g