LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დევიდ და ვიქტორია, მზად ხართ მორიგი დარტყმისთვის?!“- ბრუკლინ ბექჰემი მშობლებთან დაპირისპირების შესახებ მემუარების გამოცემას გეგმავს

950
page

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, 26 წლის ბრუკლინ ბექჰემი, ოჯახში მიმდინარე ღია სკანდალის ფონზე, საკუთარი მემუარების გამოქვეყნებას სერიოზულად განიხილავს.

ინსაიდერის თქმით, ბრუკლინი უკვე რამდენიმე წელია იღებს შეთავაზებებს გამომცემლებისგან. აქამდე ის ასეთ წინადადებებს უარყოფდა, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ მისი პოზიცია შეიცვალა. მშობლებთან მწვავე კონფლიქტმა ბრუკლინს უბიძგა მომხდარის შესახებ თავად მოჰყვეს ყველაფერი.

წყაროს ცნობით, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მისმა მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა და მისმა ოჯახმაც მოახდინა.

„მან დაინახა, რამდენად კარგად გაიყიდა პრინცი ჰარის წიგნი“, – აცხადებს წყარო და ამატებს, რომ ბექჰემმა შესაძლოა იმავე გამომცემლობას, Penguin Random House მიმართოს, რომელმაც ჰარის მემუარები გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ ბრუკლინს ამ გამომცემლობასთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს. 2017 წელს სწორედ მათი ეგიდით გამოვიდა მისი სადებიუტო ფოტო კრებული, What I See.

ინსაიდერის თქმით, ბრუკლინი შესაძლოა არა მხოლოდ ჰარის მაგალითით იყოს შთაგონებული, არამედ მის უშუალო რჩევებსაც ითვალისწინებდეს.

ბოლო პერიოდში ბრუკლინი და ნიკოლა ხშირად ურთიერთობენ პრინც ჰარისა და მეგან მარკლთან. გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, წყვილმა ახლახან დაიქირავა იურისტები, რომლებიც ადრე სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მრჩევლებთან თანამშრომლობდნენ.

„დევიდ და ვიქტორია, მზად ხართ მორიგი დარტყმისთვის?!“, – ასე აფასებენ მედიაში ახლად გავრცელებულ სიახლეს.

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია ყველაფერზე მაღლა დგას. მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი“ – ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს განაჩენი გამოუტანა – სკანდალური განცხადება

ბრუკლინ ბექჰემი მშობლებთან საჯარო დაპირისპირების შემდეგ პირველ ვიდეოს ავრცელებს

ცნობისთვის, ვიქტორია და დევიდ ბექჰემები პარიზში, შვილებთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც უფროსმა ვაჟმა მათ სკანდალური ბრალდებები წაუყენა. ოჯახი პარიზში Haute Couture Fashion Week-ის ფარგლებში იმყოფება, თუმცა ვიზიტის მთავარი მიზეზი ვიქტორია ბექჰემის განსაკუთრებული აღიარებაა.

მოდის დიზაინერი და Spice Girl-ის ყოფილი წევრი საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ „ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენით“ დაჯილდოვდა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ქვეყანაში. აღნიშნული ორდენი ენიჭებათ იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში.

ფოტო/ვიდეო: განადგურებულები და მაინც ერთ მუშტად შეკრულნი – ბექჰემების პირველი გამოჩენა „უძღები შვილის“ სკანდალური ბრალდებების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები