,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში, ,,შანელის” 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მაღალი მოდის ჩვენება გაიმართა. ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორის რანგში, მეთიუ ბლაზიმ სადებიუტო ოტ-კუტიური წარადგინა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო.
პოდიუმის წინა რიგებში თავი ბრენდის ამბასადორებმა და სხვა მოწვეულმა ცნობილმა სახეებმა მოიყარეს. მათ შორის იყვნენ – პენელოპე კრუსი, დუა ლიპა, ASAP Rocky და მარგარეტ ქუალი.
ჩვენებიდან ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ ჰყვებიან ლეგენდარული ინგლისური როკ ბენდის – Oasis საკულტო ჰიტს – Wonderwall გვერდიგვერდ მსხდომი ვარსკვლავები.
აღსანიშნავია, რომ სიმღერის ტექსტს ფონად ასევე ინგლისური როკ ჯგუფის – The Verve საკულტო ჩანაწერის – Bitter Sweet Symphony ინსტრუმენტალური ვერსია ერთვოდა, რომლითაც ჩვენება დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბლაზიმ Chanel-ის კრეატიული დირექტორის ამპლუა, 2024 წლის ბოლოს მოირგო. იქამდე ის იტალიურ ლეიბლს – Bottega Veneta ხელმძღვანელობდა.