LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

American Airlines-ი, 2019 წლის შემდეგ პირველად, ვენესუელაში ფრენებს განაახლებს

121
American Airlines

American Airlines პირველი ამერიკული ავიაკომპანია იქნება, რომელიც ვენესუელასთან ავიამიმოსვლას აღადგენს. შეერთებული შტატებიდან ვენესუელის მიმართულებით ფრენები ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო იყო შეჩერებული.

ამჟამად American Airlines-ი, მომსახურების აღდგენასთან დაკავშირებით, ფედერალურ უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა აუცილებელი ნებართვის მოსაპოვებლად და უსაფრთხოების შეფასების დასრულებამდე.

American Airlines-მა ვენესუელაში ფრენები 2019 წლის მარტში შეაჩერა, ანუ მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს ვენესუელის დატოვება ურჩია და არეულობის გამო დიპლომატებიც გაიწვია.

ცნობისთვის, ვენესუელასთან ავიამიმოსვლა Delta Air Lines-მა და United Airlines-მა ჯერ კიდევ 2017 წელს შეაჩერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g