შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გარდაბანში, მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 2000 წელს დაბადებული მ.გ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
„ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
სამართალდამცველებმა ფ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
