2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.
აღნიშნული მიმართვით ფატი ჭელიშვილი ეხმაურება ევროპული სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების დარღვევა დაადგინა.
„ჩემი სალომეს სისხლით დაიწყო ჩემი ოჯახის განადგურება. დღეს მე შვილები აღარ მყავს, დღეს მკვლელი გარეთ არის…
დღეს ვინც ფიქრობს, რომ დამნაშავე არ არის ჩემი ოჯახის განადგურებაში, ყველას მოეკითხება უფლის სამსჯავროზე, ყველა ჩემი დაღვრილი ცრემლი თქვენთვის ჯოჯოხეთია… ცხოვრება ბუმერანგია, მე ხომ მატარეთ „იობის“ გზით… ახლა თქვენ დაელოდეთ მკვლელებო, ვისაც გევალებოდათ და ჩემი ოჯახი არ დაიცავით… დღესაც დაუსჯელი დადიხართ“, – წერს ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში.
ჩემი სალომეს სისხლით დაიწყო ჩემი ოჯახის განადგურება💔😭 დღეს მე შვილები აღარ მყავს😭💔😭💔 დღეს მკვლელი გარეთ არის… დღეს…
Posted by Fati Chelishvili on სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
ცნობისათვის, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა. სერგი საცერაძეს სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი კი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა.
სტრასბურგმა პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საიას ცნობით, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.
2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ.
