მსოფლიოს ულტრა მდიდარმა ადამიანებმა, ანუ მათ, ვისი ქონებაც 30 მილიონ დოლარს აღემატება, გასულ წელს ფუფუნების ნივთებზე თითქმის 300 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
ეს კატეგორია მსოფლიო მილიონერების მხოლოდ 1%-ს შეადგენს, ხოლო საერთო მოსახლეობის 0,006%-ია, თუმცა მათი ქონება უზარმაზარია – ერთობლივი სიმდიდრე თითქმის 60 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც მილიონერების სიმდიდრის მესამედს შეადგენს.
ძირითადი ხარჯები
1.ლუქს ტრანსპორტი: 129,5 მილიარდი დოლარი.

მათ შორის, 100,9 მილიარდი დოლარი დახარჯეს მდიდრულ მანქანებზე.
28,6 მილიარდი დოლარი – კერძო თვითმფრინავებსა და იახტებზე.
2.ფუფუნების მცირე მასშტაბიანი ნივთები: 115,6 მილიარდი დოლარი.
სამკაულები, საათები, მოდა, ძვირფასი ღვინო, ავეჯი.

3. ლუქს ხელოვნება: 19,6 მილიარდი დოლარი.
4.ლუქს სტუმარმასპინძლობა: 25,3 მილიარდი დოლარი.

5. ბოლო ტენდენციების მიხედვით – ჯანმრთელობის ტურიზმი, რაც მოიცავს სპა-რეზორტებს, იოგას კურსებს, საფარის ტიპის ტურებს.
აღსანიშნავია, რომ ბრენდებს, რომელთა სამიზნე აუდიტორიაც ულტრა მდიდრები არიან (მაგალითად, Hermès), ბოლო წლებში განსაკუთრებით კარგად მისდით საქმე, მაშინ როცა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ბრენდები, მაგალითად ისეთი როგორიცაა Gucci, სირთულეებს განიცდიან.
ქველმოქმედება
ულტრამდიდარი ადამიანები ასევე დიდ თანხებს ხარჯავენ ქველმოქმედებაში – მაგალითად, 2023 წელს მათ კეთილ საქმეს 207 მილიარდი დოლარი მოახმარეს, რაც თითქმის იმავე თანხას შეადგენს, რასაც მდიდრულ იახტებსა და საათებზე ხარჯავენ.
