LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 106.8 მილიონი ლარი შეადგინა

111
სარეკლამო-შემოსავალი

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 37.4%-ით გაიზარდა და 106.8 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 43%-ით გაიზარდა და 99.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ტელემაუწყებლებისთვის 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 82.3%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, რაც 81.7 მილიონია. 10.7% – პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რაც 10.6 მილიონი ლარია, ხოლო 6.9% – სპონსორობამ, რამაც 6.8 მილიონი ლარი შეადგინა.

რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 8.9%-ით შემცირდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა. 89%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ 6.8 მილიონი ლარით დააგენერირა, ხოლო 10.8% – სპონსორობამ, რაც 0.8 მილიონი ლარია.

შეგახსენებთ, კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g