LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BAFTA 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

153
წლის განშორებები (5)

ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოების, BAFTA 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიება 22 თებერვალს, ლონდონში, ისტორიულ დარბაზში, Royal Festival Hal-ში გაიმართა. საღამომ ტრადიციულად თავი მოუყარა მსოფლიო კინოს ვარსკვლავებსა და ინდუსტრიის მნიშვნელოვან ფიგურებს.

ცერემონიალის წამყვანი ბრიტანელი მსახიობი და კომიკოსი, დევიდ ტენეტი გახლდათ, რომელმაც ღონისძიება ჩვეული იუმორითა და ენერგიული მონოლოგით გახსნა.

HUNTR/X BAFTA-ზე იმღერებს – დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

„კონკლავი“, რომელშიც მერაბ ნინიძეც მონაწილეობს, „საუკეთესო ფილმად“ დასახელდა – 2025 წლის BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია

საღამოს ტრიუმფატორი ფილმი „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ გახდა, რომელმაც ჯამში 6 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: „საუკეთესო ფილმის“, „საუკეთესო რეჟისორისა“ და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“ კატეგორიებში.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ რობერტ არამაიო, ფილმისთვის „ვფიცავ“

საუკეთესო მსახიობი ქალი“ – ჯესი ბაქლი, ფილმისთვის „ჰამნეტი“

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი“, შონ პენი, ფილმისთვის, „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი“, ვუნმი მოსაკუ, ფილმისთვის „ცოდვილნი“

  • საუკეთესო ბრიტანული ფილმი – „ჰამნეტი“
  • საუკეთესო ორიგინალური სცენარი – „ცოდვილნი“
  • საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „ზოოტოპია 2“
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – Mr. Nobody Against Putin
  • ტექნიკურ კატეგორიებში (კოსტიუმები, მაკიაჟი, მხატვრობა) საუკეთესო ფილმად დასახელდა – „ფრანკენშტაინი“

განსაკუთრებული საპატიო ჯილდო, BAFTA Fellowship, კინოინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, გადაეცა დონა ლენგლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები