LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის ეგონა, თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა, ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც… – ექიმი ახალშობილზე, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა

1945
შემთხვევა ბათუმში

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა, ისევ რთულია, – ამის შესახებ ექიმმა, „მედინას“ კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ „მთავართან“ საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით არის პროგრესი.

ბათუმში, კლინიკაში დედამ ახალშობილის მკვლელობა სცადა – ექიმის ინფორმაციით, ჩვილს დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული

ამავე ცნობით, ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამავე კლინიკაშია მოთავსებული დედაც.

„გუშინ გავუკეთეთ მეორე რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის აუცილებლობაც იყო იმის გამო, რომ ინფექცია კიდევ არ გავრცელებულიყო. მთელი პირის ღრუ, ქვედა ყბის ძვლების ოსტეოსინთეზი მოხდა… გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა, თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები. ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც…”, – ამბობს „მთავართან“ სატელეფონო საუბარში უნგიაძე.

ექიმის განმარტებით, ახლა ექიმები ცდილობენ, რომ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ ეტაპამდე მიიყვანონ, რომ ჩვილის თბილისში გადაყვანა მოხდეს. ახალშობილს სხვა ოპერაციებიც ესაჭიროება.

ცნობისთვის, ბათუმის კლინიკა „მედინაში“ კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ახალშობილის მდგომარეობა ძალიან მძიმედ ფასდება… დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ – რას ამბობს ექიმი ახალშობილის მდგომარეობაზე, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g