LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენი ბლანკო სკანდალში გაეხვია – სოციალურ ქსელში მისი ახალი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

1092
page

სელენა გომესის მეუღლე, 37 წლის მუსიკალური პროდიუსერი, ბენი ბლანკო სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. კრიტიკის მიზეზი მისი ახალი პოდკასტის, Friends Keep Secrets-ის ანონსი გახდა, რომლის ფრაგმენტმაც ინტერნეტში დიდი განხილვა და უარყოფითი რეაქციები გამოიწვია.

YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბლანკო სახლის სამოსში, დივანზე უდარდელად მოკალათებული პოზირებს, თუმცა მაყურებლის ყურადღება მისმა ქცევამ მიიპყრო, პროდიუსერმა კამერისკენ გაწვდილი, აშკარად ჭუჭყიანი ფეხები აჩვენა, შემდეგ კი უხამსი ხუმრობებითა და პროვოკაციული კომენტარებით გააგრძელა გადაცემა.

კულმინაციად იქცა მომენტი, როდესაც მან განზრახ გააფუჭა ჰაერი პირდაპირ მიკროფონში და იხუმრა: „ვნახოთ, შეამჩნევენ თუ არა ბიჭები“.

აღნიშნულმა ეპიზოდმა სოციალურ ქსელებში მყისიერი რეაქცია გამოიწვია, მომხმარებლები ვიდეოს „უსიამოვნოსა“ და „ამორალურს“ უწოდებენ, თავად ბლანკოს ქცევას კი „შემაძრწუნებლად არაპროფესიონალურს“.

გარდა ამისა, პოდკასტის მსვლელობისას ბლანკომ განაცხადა, რომ „არ იქნებოდა წინააღმდეგი ჰიტლერის სტუმრად მოწვევისა“, რაც დამატებითი კრიტიკის მიზეზი გახდა და ინტერნეტში მწვავე დისკუსიაც გამოიწვია.

სოციალურ ქსელებში სელენა გომესის გულშემატკივრები მას საჯაროდ მოუწოდებენ, გაემიჯნოს „შეურაცხმყოფელ“ ქცევას. თავად მომღერალს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

პატარძლის სამი საქორწინო კაბა და სიძის მილიონ დოლარად შეფასებული სამკაულები – სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს შთამბეჭდავი ფოტოები ქორწილიდან

„მინდა მამაკაცის სურნელი ამდიოდეს“ – ბენი ბლანკო, რომელიც People-მა წლის სექსუალური მამაკაცების სიაში განათავსა, აცხადებს, რომ ბანაობა არ უყვარს

„დედა სულ მეუბნებოდა, რომ მე საუკეთესო ვიყავი“ – ბენი ბლანკო People-მა წლის სექსუალური მამაკაცების სიაში განათავსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები