ენდოკრინოლოგია არის მეცნიერება ჰორმონებზე, რომელიც შეისწავლის ადამიანის შინაგანი ენდოკრინული ორგანოების, სეკრეციის სტრუქტურას, ფუნქციებს და დაავადებებს. ორგანიზმი დიდი რაოდენობით გამოყოფს განსხვავებულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ჰორმონები ეწოდება. ჰორმონი წარმოიქმნება ენდოკრინულ ჯირკვლებში. ენდოკრინული სისტემა აერთიანებს მთელს ორგანიზმს და მილიარდობით უჯრედს ამუშავებს ერთად, როგორც ერთ მთლიან სისტემას.

ენდოკრინოლოგიური დაავადებები რამდენიმე ნაწილად იყოფა: გამოსარჩევია D ვიტამინის დეფიციტი. D ვიტამინი აუცილებელია ჯანმრთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ის მოქმედებს იმუნური სისტემაზე და არეგულირებს მას, ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას და ძლიერი ძვლების შენარჩუნების პროცესს. D ვიტამინის მისაღებად ყველაზე ბუნებრივი და ეფექტური გზაა მზის სხივების ზემოქმედება. ეს იწვევს კანში D ვიტამინის გამომუშავებას.

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს კისერზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს როცა საქმე ეხება სხეულის მეტაბოლიზმს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, მათ შორის ენერგიის წარმოებაზე, ზრდაზე და ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციონირებაზე.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია ჩატარდეს ორი ტიპის კვლევა: ექოსკოპიური დათვალიერება და ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა.