რომელ პათოლოგიებზე მიგვანიშნებს ხელ-ფეხის დაბუჟება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
ექიმ შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციებს ტელეწამყვანი, ხატია შამუგია გვიზიარებს.
ენდოკრინოლოგმა რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით კიდურების დაბუჟების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა ხერხემლისა და სისხლის შედედების პრობლემას უკავშირდებოდეს:
„რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. შესაძლოა იყოს ნევროლოგიური, როდესაც ხერხემლის ცვალებადობაა ხოლმე, პროტრუზიები და ასე შემდეგ, რომელიც გვაძლევს ხოლმე კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას.
ასევე შეიძლება იყოს შედედების, ანუ ეგრეთ წოდებული კუაგულაციური პრობლემები, როდესაც სისხლმომარაგება არის დარღვეული.
ასევე შესაძლოა ლიპიდური ცვლა იყოს, რომელიც ასევე ახდენს გავლენას შედედებასთან მიმართებაში.
ასევე შეიძლება იყოს რთული ჰორმონალური დარღვევები.
უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე ხერხემალი და შედედების პრობლემა.
პირველი ნაბიჯი რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად უნდა მივვმართოთ ექიმს. რომელიც გაარკვევს კუაგულაციურ მდგომარეობას და ელექტროლიტებს (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი) და თუ მინიმალური მაინც გამოირიცხება, აუცილებლად ხერხემლის პათოლოგიაც უნდა გამოირიცხოს“, – ამბობს ჯანჯღავა.
