LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასე შეეგება ზვიად ბოლქვაძე, აფხაზეთის კაპელა და ქართველი ხალხი სიონის ტაძართან ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს…“ – საგალობელი „ალილუია“ უწმინდესის უკანასკნელ გზაზე

1163
ზვიად ბოლქვაძე და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა

მომღერალი აჩიკო გოგიტიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ზვიად ბოლქვაძისა და აფხაზეთის კაპელას გამოსვლას სიონის საკათედრო ტაძართან.

მომღერალი აქვეყნებს იმ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ აცილებს ერი და ბერი უწმინდესა და უნეტარეს, ილია II-ს უკანასკნელ გზაზე გალობით.

„ასე შეეგება ზვიად ბოლქვაძე, აფხაზეთის კაპელა და ქართველი ხალხი სიონის საპატრიარქო ტაძართან, უკანასკნელ განსასვენებლთან ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს !!! უფალმა მოგვცეს ძალა , ვისწავლოთ მის გარეშე ცხოვრება !!! “საქართველო მიყვარხარ” !!!! ❤️“, – წერს აჩიკო გოგიტიძე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.

მისი ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე აურაცხელმა ხალხმა გააცილა.

ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

⭕💬გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი:…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on კვირა, 22 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g