LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება მამა შალვა კეკელია პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებზე: „საოცარი ის იყო, რომ შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი დაახამხამა – როგორც წესი აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ, წესით არაფერი არ უნდა იგრძნო“

6769
პატრიარქი ილია მეორე, მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ტაძრის დეკანოზი, მამა შალვა კეკელია თავისი ცხოვრების მომენტებს, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკავშირდება, „სარკეს“ უზიარებს.

„მთელი თბილისის მათხოვრები შემოგვაკრებინა, საპატრიარქოში თქვა, ძალიან ძვირფასი სტუმრები მომდისო, სათითაოდ ურიგებდა 100 დოლარს…“ – ბევრისთვის უცნობი ისტორია უწმინდესის ცხოვრებიდან

„პატრიარქი სულ ამბობდა, რომ ეს ის თაობა იქნება, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს და რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის…“ – დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულებზე

პატრიარქის ნათლულების შესახებ და გუშინდელ ემოციურ კადრზე „იმედის“ ეთერში დეკანოზმა, შალვა კეკელიამ ისაუბრა.

მამა შალვა ამბობს, რომ ცხოვრების 30 წელი, უწმინდესის სიახლოვეს გაატარა. დეკანოზი ჟურნალთან პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს:

„ღვთის მადლით რეანიმაციაში შესვლის საშუალება მომეცა. მე მამა ნათანელმა და მამა ლუკამ ზეთისცხება ჩავატარეთ. სიხარულის განცდა გვქონდა. არც გვიფიქრია იმ საშინელებაზე, რამ მერე მოხდა.

თვითონ უკვე სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და საოცარი ის იყო, რომ შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი დაახამხამა. როგორც წესი აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ. წესით არაფერი არ უნდა იგრძნო. ზეთიანი ფუნჯი რომ შევახე თვალზე, დაახამხამა მაგ დროს. ისეთი სიმშვიდე და ძალა მოდიოდა მისგან, საოცარი…

მერე საპატრიარქოდან წმინდა ნაწილები მოვაბრძანეთ. საპატრიარქოში წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა ინახება, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და წმინდა გიორგის მუხლი. მე და მამა ნათანელი წავედით საპატრიარქოში და ეს სიწმინდეები მივაბრძანეთ კლინიკაში, რომ უწმინდესი დაგველოცა.

ჯვარი გადავსახე და გულზე დავადე ეს სიწმინდეები, იქვე დავუდეთ ყველაფერი და მერე ამოვედით ზემოთ, სადაც დარბაზი იყო და იქ ვიხდიდით პარაკლისებს. პარაკლისის დროს ვიგრძენი, რომ პატრიარქი გადიოდა ამ ქვეყნიდან. როგორც კი ეს განცდა გამიჩნდა, მაშინვე რეანიმაციისკენ წავედი. რომ შევედი, ძალიან დამძიმებული იყო და ბოლო წამები მასთან ერთად გავატარე. ყველაზე მძიმე დღე იყო…

უწმინდესი სამების ტაძარში რომ მივაბრძანეთ, დღესასწაულის განცდა უფრო მქონდა, ვიდრე სხვა რამ. წმინდანს რომ მიასვენებენ და ერი რომ დღესასწაულობს, ზუსტად ასეთი განცდა მქონდა. ღრმად მწამს, რომ ერთი წმინდანი კიდევ შეგემატა ზეცაში. აქ დაგვაკლდა, მაგრამ იქ შეგვემატა…“- იხსენებს მამა შალვა კეკელია.

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – ეს თქვენ გჭირდებათ, მას არ სჭირდება არც შენდობა და არც პატიება

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ 23-29 მარტის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g