„მე გეტყვით გარდა ჩემი აზრის, პატრიარქს როგორი სურვილი ჰქონდა საუბარი როცა იყო. არის ასეთი ეპისკოპოსები, ჰყავს პატრიარქს, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი (პატრიარქობის) აიღოს, თუ ისინი ამას შეძლებენ“, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა, „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „დროებაში“ განაცხადა.
მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრე, მუფე შიო ამ ორ ეპისკოპოსს შორის არ არის:
„მე გეტყვით გარდა ჩემი აზრის, პატრიარქს როგორი სურვილი ჰქონდა საუბარი როცა იყო. არის ასეთი ეპისკოპოსები, ჰყავს პატრიარქს, ოღონდ 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი (პატრიარქობის) აიღოს, თუ ისინი ამას შეძლებენ. თუ ღმერთი ამას ინებებს და მას მისცემს ამ ჯვარს და ამ ტვირთს, გაიგებთ და იტყვით, რომ რა სწორი იყოო.
მეუფე შიო (ამ ორ ეპისკოპოსს შორის არაა)… იცით ის როგორი კარგი ადამიანია. ყველა ჩვენ თავისებური ადამიანები ვართ, ფაქიზი შინაგანი სამყაროც აქვს რა და მე თვითონ არ მსიამოვნებს, რომ რაღაც ვთქვა, ვატკინო ადამიანს. ან ჯერ რატომ უნდა ვატკინო? ჩემი მიდგომა არის ასეთი, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს მთელი ეს მასშტაბი უნდა გავიაზროთ, სად ვართ, რა პრობლემები გვაქვს? რა გვჭირდება ხვალისთვის? რა ხდება ეკლესიაში? ეკლესიაში სერიოზული პრობლემებია. მსოფლმხედველობრივი პრობლემებია სერიოზული, რომელიც წმინდად პოლიტიკურია. შეიძლება მათ არ უნდოდეთ, მაგრამ ეს უკავშირდება ამას.
პირადად ჩემი მოსაზრება და მისწრაფება არის, რომ ეკლესია არ იყოს პოლიტიზირებული. შენ პოლიტიკოსთან ყოველთვის გექნება ურთიერთობა. შენ უნდა იყო ქრისტეს ეკლესია და მოქმედებდე ქრისტიანული ეკლესიის შენი დოქტრინითა და შენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. მყარი უნდა იყო და მტკიცე, მაგრამ ურთიერთობა უნდა შეგეძლოს, დიპლომატი უნდა იყო.
პატრიარქსაც არ ჰქონდა, რომ აი, ვიღაცას დაჰპირისპირებოდა, სულ აბალანსებდა. ჩვენ ასეთი ცხოვრება გვაქვს, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს ძალიან დიდი ტვირთია. თუ თვითონ მას [მოსაყდრე შიოს] უნდა და შეძლებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, კაცო. მაგრამ მან უნდა ეს შეძლოს. სინოდმა უნდა უთხრას, რომ შენ ეს შეგიძლია“ – განაცხადა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.
ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
