LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 კომპანია, რომელიც სესხების განულების პროგრამას ახლახან შეუერთდა, ცნობილია

ფინანსთა სამინისტრო

10 კომპანია, რომელიც სესხების განულების პროგრამას ახლახან შეუერთდა, ცნობილია. ეს კომპანიებია: 4 finance (ვივუსი), შპს „პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო“, შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიური“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“, შპს „ემას კრედიტი“, შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“, შპს „გრანატ ინვესთმენთ“, შპს კრედიტ ესპერტ ჯორჯია“, შპს „ინფინიტი ჰოლდინგი“, შპს „მოზო“, შპს „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“, შპს „მინი სესხი“.

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

„ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. „შავი სიიდან“ ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

magti 5g