LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის მუნიციპალიტეტში 45 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაშავებული რეანიმაციაშია მოთავსებული

163
პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუშეტში 45 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. ინციდენტი წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g