LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე. ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ, მამაოს ესაუბრონ და მანდ იპოვიან ნუგეშს და სულიერ სიმშვიდეს…“ – ლიკა კუჭუხიძის ემოციური ინტერვიუ „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“

1258
ლიკა კუჭუხიძე

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას, ლიკა კუჭუხიძემ იმ სულიერ გზაზე ისაუბრა, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაიარა. მან საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა რწმენა და ტაძარი უმძიმესი ტკივილის დაძლევაში.

„2 თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში… ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ?…“ – რას წერს ლიკა კუჭუხიძე

„იმდენი რამე მაქვს სათქმელი ბაჩოსთან… ბაჩოს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მენატრება, ძალიან მაკლია და არ ვიცი, სულის ტკივილამდე მენატრება… მის გარეშე დღემდე არ ვიცი როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას… ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის არც ერთი მანუგეშებელი სიტყვა არ არის ნუგეში… მე ეს ნუგეში ვიპოვე ეკლესიაში.

ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ, მამაოს ესაუბრონ და მანდ იპოვიან ნუგეშს და სულიერ სიმშვიდეს… მე ძალიან უსუსური, ძალაგამოცლილი ვიყავი და სულიერი სიმშვიდე ვიპოვე ეკლესიაში… მე როგორც ქრისტიან ადამიანს, სასწაულის მჯერა, გარდაცვალებით ადამიანის სიცოცხლე არ სრულდება, მე ეს გავიგე…“

ვიდეო: „სად უნდა წავსულიყავი თუ არა ჩემი მეუღლის სახლში, სადაც მან მიმიყვანა და დამტოვა? ჩემმა დედამთილმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა“ – ლიკა კუჭუხიძე

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

„ნამდვილად სასწაული მყავდი, როგორ მენატრები და მჭირდები, ნეტავ იცოდე“ – რას წერს აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

„ყველა მთხოვს, ბაჩოზე დავწერო როგორ გავიცანი და როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია…“ – რას წერს ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

„მინდა პირდაპირ ვთქვა, ნუ მასწავლით, როგორ უნდა გადავიტანო ჩემი ტკივილი“ – ლიკა კუჭუხიძის მიმართვას საზოგადოებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g