LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჟანრი 84! ერთ დღეს დავიბადეთ… რა ბედნიერებაა, რომ არსებობთ, ქმნით, ახარებთ ადამიანებს“ – როგორ ულოცავს ჟანრი ლოლაშვილს დაბადების დღეს ასევე იუბილარი დიმიტრი ხვთისიაშვილი

177
ჟანრი ლოლაშვილი

დღეს სახალხო არტისტის, თეატრისა და კინოს მსახიობის, ჟანრი ლოლაშვილის დაბადების დღეა – მსახიობი 84 წლის გახდა.

ამასთან, დღეს იუბილარია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილიც.

დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ჟანრი ლოლაშვილის ფოტოს აქვეყნებს და მსახიობის დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.

„ერთ დღეს დავიბადეთ, თქვენ 26 წლით ადრე. 26 წლის წინ ხომ იყავით ჩემხელა? ჰოდა 26 წლის შემდეგ მეც ხომ ვიქნები თქვენხელა?

რა ბედნიერებაა, რომ არსებობთ, ქმნით, ახარებთ ადამიანებს. დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იყოთ კიდევ. დიდ პატივს გცემთ და გვიყვარხართ მთელ ჩვენს ოჯახს.

ჟანრი 84!

დიმა 58!

P.S. რას ნიშნავს მაინც დუმბაძის თეატრის ხელმძღვანელი რომ ვარ. ციტატებზე შემეტყო!“ – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „რუსთაველის თეატრი მისტიკური ადგილია… იქ უხილავი ძალები ტრიალებს. ბევრჯერ მიგრძნია, რომ მარტო არ ვარ…“

ვიდეო: ჟანრი ლოლაშვილი: „მიყვარხარ-მეთქი, არ მითქვამს, დავავლე ხელი და წამოვიყვანე…“

ერთ დღეს დავიბადეთ, თქვენ 26 წლით ადრე. 26 წლის წინ ხომ იყავით ჩემხელა? ჰოდა 26 წლის შემდეგ მეც ხომ ვიქნები…

Posted by Dimitri Khvtisiashvili on სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g