LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ ახალი მინი ალბომი და ჰიტის – The One That Got Away კლიპის გაფართოებული ვერსია გამოუშვა

127
photo-collage.png (2)

კეტი პერიმ ახალი EP, სახელწოდებით – Thinking of The One That Got Away გამოუშვა. რელიზი მისი ერთ-ერთი საკულტო ჰიტის, The One That Got Away ვირუსულ პოპულარობასა და სოციალურ ქსელებში მის ხელახალ გააქტიურებას უკავშირდება. ამასთან, ერთგვარი პატივისცემაა იმ ისტორიებისადმი, რომლებზეც პერი წლების წინ მღეროდა და დღემდე აქტუალურია მსმენელისთვის.

კრებული აერთიანებს არტისტის სამ ცნობილ სიმღერას, რომლებიც სევდიან, ნოსტალგიურ და წარსულ სიყვარულზე ფიქრის თემებს ეხება:

The One That Got Away – სიმღერა დაკარგულ სიყვარულზე, რომელსაც მომღერალი თავის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ნამუშევრად მიიჩნევს.

Thinking of You – ბალადა იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობ ყოფილ პარტნიორზე მაშინაც კი, როცა ახალ ურთიერთობაში ხარ.

Legendary Lovers – ტრეკი, რომელიც მარადიულ და ლეგენდარულ სიყვარულზე მოგვითხრობს.

EP-ს გამოშვებასთან ერთად, მუსიკოსმა The One That Got Away-ს კლიპის გაფართოებული ვერსია წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, ეს კადრები არქივში ინახებოდა და მათი გამოქვეყნება ფანების დიდი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა.

Director’s Cut არ არის უბრალოდ ძველი ვიდეოს გახანგრძლივებული ვერსია. ის გვთავაზობს ბევრად უფრო ღრმა და ემოციურ ხედვას იმ ტრაგიკულ ისტორიაზე, რომელიც 2011 წელს ვიხილეთ.

ვიდეო უფრო მეტ დროს უთმობს ახალგაზრდა წყვილის, პერისა და დიეგო ლუნას პერსონაჟების ყოველდღიურობას, მათ კამათს და იმ ბედნიერ წუთებს, რამაც დაშორება და ტრაგედია კიდევ უფრო მტკივნეული გახადა.

კლიპი დაახლოებით 7 წუთს გრძელდება (ორიგინალი 4:50 წუთი იყო), რაც საშუალებას იძლევა ისტორია უფრო კინემატოგრაფიულად წარიმართოს.

მუსიკალურ რგოლში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე როკ-ლეგენდის, სტივი ნიქსის მონაწილეობაა. ის ახმოვანებს ხანდაზმულ კეტის გმირს და კითხულობს მონოლოგს, რომელიც ვიდეოს სულ სხვა დატვირთვას სძენს.

საინტერესოა ისიც, რომ ნიქსის თქმით, ეს ისტორია მას საკუთარ და ლინდსი ბაკინგემის ურთიერთობას აგონებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები