ჰოლივუდის ლეგენდამ, მერილ სტრიპმა, მსახიობ, მარტინ შორტის შესახებ, რომელთანაც მისი შესაძლო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ჭორები უკვე რამდენიმე წელია ვრცელდება, კომენტარი გააკეთა.
როცა, 75 წლის ასაკში, ახალ ცხოვრებას იწყებ – მერილ სტრიპი და მარტინ შორთი ქორწინდებიან
ოფიციალურად დადასტურდა, რომ 75 წლის მერილ სტრიპი და 74 წლის მარტი შორთი შეყვარებულები არიან
76 წლის მსახიობმა ამის შესახებ ენდი კოენთან გადაცემაში ისაუბრა, სადაც მისი ბროდვეიზე დაბრუნების შესაძლებლობა განიხილებოდა. საუბრისას სტრიპმა აღნიშნა, რომ სცენაზე დაბრუნება ნამდვილად სურს და ამ იდეას შორტთან ერთადაც განიხილავს.
„ძალიან მინდა სცენაზე დაბრუნება, ამ თემაზე მარტინთან ხშირად ვსაუბრობ. ვფიქრობთ, რომ ერთად რაღაცის გაკეთება ძალიან სახალისო იქნება“, – აცხადებს მერილი.
აღსანიშნავია რომ, მისი და შორტის ურთიერთობის შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი 2024 წლის იანვარში Golden Globe Awards-ზე ერთად გამოჩნდნენ.
ორივე მსახიობი ერთად თამაშობს პოპულარულ სერიალში, Only Murders in the Building, სადაც მათი პერსონაჟები ეკრანზე რომანტიკულ ურთიერთობაში არიან და ბოლო სეზონში ქორწილიც კი აქვთ.
მარტინ შორთის 42 წლის ქალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

