LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი კვლავ ინტერნეტ-მემეა – 53 წლის მსახიობის უახლესი გამოჩენა

310
page

ბენ აფლეკი კვლავ ინტერნეტ-მემეა, ამჯერად უცნაური ქცევის გამო, რომელიც პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, მისი ყოველდღიური გასვლის დროს დააფიქსირეს.

53 წლის ოსკაროსანი მსახიობი ქუჩაში ვაშლს მიირთმევდა, თუმცა ყურადღება იმან მიიქცია, რომ ხილს ხელების დახმარების გარეშე ჭამდა. ეს სცენა მალევე გახდა სოციალურ ქსელებში განხილვის თემა და შედეგად, აფლეკის ცნობილ გამოსახულებებს კიდევ ერთი მემე-მომენტი დაემატა.

მსახიობი ყოველდღიურ, კომფორტულ სტილში იყო გამოწყობილი. მას ზოლიანი პერანგი და ღია ფერის ქურთუკი ეცვა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აფლეკმა, ყოფილ მეუღლეს, ჯეი ლოს ბევერლი-ჰილზის უზარმაზარი მამული აჩუქა. 2025 წლის დასაწყისში განქორწინების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მათ სახლი გასაყიდად გამოიტანეს. ამ დროის განმავლობაში მისმა ღირებულებამ 52 მილიონიდან, 68 მილიონამდე მოიმატა.

გამოსამშვიდობებელი საჩუქარი თუ „ბენიფერის“ რენესანსი? – ბენ აფლეკმა ჯეი ლოს ვილა აჩუქა

„პირველად ვგრძნობ თავს თავისუფლად“ – ჯეი ლო ბენ აფლეკთან განქორწინებისა და ახალი ცხოვრების შესახებ საუბრობს

თოფებით შეიარაღებული ექს-მეუღლეები – ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები