მსახიობი, ლელა მებურიშვილი თავისი ცხოვრების საინტერესო და რთული მომენტის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ რამდენიმე თვის წინ ლონდონში მაგისტრის დიპლომი დაიცვა.
ქართველი მსახიობი მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც ამ პერიოდში მის გვერდით იდგა:
„რამდენიმე თვის წინ ლონდონში დავიცავი მაგისტრის დიპლომი და გადავიღე ფილმი. საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა მივხვდი, რომ აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეზიარებინა ეს ფოტოები ის კადრები, რომლებიც დღემდე მახსენებს, რატომ ღირდა ეს ყველაფერი.
ეს არიან ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე შემხვდნენ და გვერდით დამიდგნენ . მხარდაჭერით, რჩევით ან უბრალოდ იმით, რომ იქ იყვნენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ბევრ მათგანს თავიდან საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ეს იდეა გაიზიარეს, შეუყვარდათ და ყველაფერი გააკეთეს, რომ რეალობად ექციათ.
სიტყვებით მართლა რთულია გადმოვცე, რამდენად მადლიერი ვარ. ეს გამოცდილება სწორედ თქვენთან ერთად გახდა ასეთი განსაკუთრებული“,- წერს ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში.
A few months ago in London, I finished my Master’s and shot a film. It was a pretty intense, but also really exciting…
Posted by Lela Meburishvili on ორშაბათი, 04 მაისი, 2026
