LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბუნება კარგია“ – გაიცანით 5 წლის დემეტრე, რომელიც საკუთარ ოჯახსა და გარემოზე ზრუნავს და მშობლებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ეხმარება

152
დემეტრე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუადღე“ საკუთარ მაყურებელს მორიგ საინტერესო პერსონაჟს აცნობს.

სიუჟეტის ავტორი ჰყვება კახეთში, მირზაანში მცხოვრები 5 წლის დემეტრეს შესახებ, რომელიც მშობლებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ეხმარება. დემეტრეს დილა 7 საათზე იწყება – აპურებს ცხვარს, ძროხას, იხვებს.

„ბუნება კარგია, თბილისში ცხოვრება არ მინდა, აქ მინდა [ცხოვრება]“ – ამბობს დემეტრე.

„არ ვაპირებდი აქ დაბრუნებას, მაგრამ დემე რაც გვეყოლა, მას შემდეგ გადავწყვიტეთ, უკეთესი კი არ იყო, აუცილებელი იყო [დაბრუნება] აქ კარგად ვცხოვრობთ“, – აღნიშნავს დემეტრეს მამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g