ფოტოგრაფი გიორგი ცაავა შვილის, ელენეს კონცერტის კადრებს გვიზიარებს.
„დღეს ამ კონცერტზე შემთხვევით მოვხვდი და ხომ არ იცი, ეს ვისი გოგოა?“- მიმართავს გიორგი ცაავა მეუღლეს, ნათია ფურცელაძეს და ელენეს პედაგოგებს მადლობას უხდის.
„მადლობა 💜
პედაგოგი : Feride Jinjikhadze
კონცერტმაისტერი: Medea Kobaxidze
კომპოზიტორი: Nukri Karkadze“, – წერს გიორგი სოციალურ ქსელში.
ელენე ცაავას ნამღერმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ულამაზესი შესრულებაა!“, „მადლობა შენს არაჩვეულებრივ მასწავლებელებს!“,
„მადლობა შენ, რომ ასე გულით იმღერე“, „ყოჩაღ ელენიკო, კარგი გოგო ხარ! ნიჭიერი“,
„სცენის მომავალი ვარსკვლავი გყოლიათ, გიორგი და ნათი“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
