ჰოლივუდური ფრენჩაიზის – Fast & Furious ავტორები სერიალის შექმნას გეგმავენ. გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ვინ დიზელი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სერიალი „ფორსაჟის“ სამყაროს სხვადასხვა პერსონაჟის ისტორიებს გააფართოებს. ავტორების თქმით, მაყურებლებს წლებია აინტერესებთ ფილმებში ნაკლებად განვითარებული გმირების ბედი და მათი ცალკეული ამბები.
ამ დროისთვის სერიების ოფიციალური სახელები და სიუჟეტის დეტალები უცნობია. ასევე არ კონკრეტდება, თავად ვინ დიზელი ეკრანზეც გამოჩნდება თუ მხოლოდ პროდიუსერის სტატუსით ჩაერთვება პროექტში.
მედიის ინფორმაციით, სტუდია Universal Pictures ერთდროულად რამდენიმე სერიალზე მუშაობს და საბოლოოდ შესაძლოა ოთხამდე სხვადასხვა შოუ გამოვიდეს. მათ ჩვენებას სტრიმინგ-პლატფორმა Peacock უზრუნველყოფს.

ორიგინალური ფილმი – The Fast and the Furious წელს 25 წლის ხდება. იუბილეს აღსანიშნავად მისი სპეციალური ჩვენება კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
ფრენჩაიზის დასკვნითი ნაწილი, სახელწოდებით Fast Forever, ეკრანებზე 2028 წლის მარტში უნდა გამოვიდეს.