LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლის ,,ოსკარების” წამყვანის ვინაობა ცნობილია

117
image

ამერიკის კინოაკადემიამ ,,ოსკარების” 99-ე დაჯილდოების წამყვანის ვინაობა გაამხილა.

ცნობილი გახდა, რომ ცერემონიას ზედიზედ მესამედ, კონან ო’ბრაიანი გაუძღვება.

2027 წლის ,,ოსკარების” ნომინანტები 24 კატეგორიაში დასახელდებიან. პრეტენდენტთა სია 21 იანვარს გამოქვეყნდება, დაჯილდოება კი 14 მარტს გაიმართება.

როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან დაჯილდოებაზე გამოჩნდება ახალი ნომინაცია — ,,საუკეთესო ქასთინგი” (Achievement in Casting).

ამასთან, 99-ე (2027 წ.) და საიუბილეო, მე-100 (2028 წ.) დაჯილდოებები იქნება ბოლო, რომლებსაც ტელეკომპანია ABC გადასცემს, რის შემდეგაც ტრანსლაცია YouTube-ზე გადაინაცვლებს.

2029 წლიდან იცვლება ღონისძიების გამართვის ლოკაციაც — 2028 წლის დაჯილდოება უკანასკნელად ჩატარდება ,,დოლბის თეატრში”, სადაც ცერემონია 2002 წლიდან ტარდება. 2029 წლიდან, დაჯილდოებას Peacock Theater უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ წელს ,,ოსკარები” 15 მარტს შედგა. 2026 წლის მთავარი კინომოვლენის ტრიუმფატორი ფილმი – One Battle After Another გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები