LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს უპილოტო ტაქსები ტეხასში არ მოეწონათ – ჟურნალისტებმა სერვისი ხანგრძლივი ლოდინისა და შეცდომების გამო გააკრიტიკეს

105
ქირიას NEWS შაბლონი (4)

Reuters-ის ჟურნალისტმა ტეხასის ქალაქ დალასში Tesla-ს უპილოტო ტაქსით რამდენიმე სატესტო მგზავრობა სცადა, თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, სერვისის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა. ავტომობილებს მარშრუტები და მგზავრის ჩამოსმის ადგილები ეშლებოდათ, თავად მანქანის ლოდინს კი ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა – ერთ-ერთი მგზავრობა, რომელიც ჩვეულებრივ დაახლოებით 20 წუთს გრძელდება, მთლიანობაში თითქმის ორ საათი გაიწელა. კომპანიაში აცხადებენ, რომ რობო ტაქსი ჯერ კიდევ ბეტა-ტესტირების ეტაპზეა.

სააგენტოს წარმომადგენელს მანქანის მოსვლამდე ლოდინში 55 წუთი დაეხარჯა – 36 წუთი თავისუფალი რობო ტაქსის მოძებნას, კიდევ 19 წუთი კი მის მისვლას დასჭირდა. პარალელურად გამოძახებულმა Uber-მა მოსვლის დრო მხოლოდ 8 წუთი აჩვენა.

დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად უპილოტომ პირდაპირი მარშრუტის ნაცვლად ქალაქის ქუჩებში დაიწყო მოძრაობა და ავტომაგისტრალს თავი აარიდა. შედეგად, თავად მგზავრობაც კიდევ 35 წუთი გაგრძელდა, ხოლო ავტომობილმა ჟურნალისტი საბოლოო წერტილიდან დაახლოებით 15 წუთის სავალ მანძილზე ჩამოსვა.

მსგავსი შემთხვევა კიდევ ორი სატესტო მგზავრობის დროსაც განმეორდა. ერთ-ერთი მგზავრობის დროს კი კურიოზული სიტუაციაც დაფიქსირდა: ავტომობილი ოთხჯერ ცდილობდა მარცხნივ მოხვევას, მაგრამ ყოველ ჯერზე მარჯვნივ უხვევდა, შემდეგ კვარტალს უვლიდა და იმავე გზაჯვარედინთან ბრუნდებოდა. საჭირო მიმართულებით მოხვევა მხოლოდ დისტანციურად ჩართული ოპერატორის ჩარევის შემდეგ შეძლო.

Reuters აღნიშნავს, რომ მსგავსი შეფერხებები მათმა ექსპერტებმა ტეხასის სხვა ქალაქებშიც, ოსტინსა და ჰიუსტონშიც დააფიქსირეს, სადაც Tesla-ს რობო ტაქსის სერვისი უკვე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები