ლელა მებურიშვილი, თავისი პოდკასტის ფარგლებში, ესტუმრა ამსტერდამს, სადაც ნაციონალური ბალეტის ქართველ მოცეკვავეებს, გიორგი ფოცხიშვილსა და სალომე ლევერაშვილს შეხვდა და მათთან ინტერვიუ ჩაწერა.
სალომე იხსენებს, თუ როგორ ელოდებოდა გიორგი სახლთან, სანამ ის კლინიკიდან არ გამოწერეს:
„მის ცეკვაშიც გამოიხატება ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაზე ძალიან გიორგიში რაც მიყვარს, იმდენად დიდი ენერგიის ადამიანია, როცა მასთან ერთად ხარ დარბაზში, სხვა გზა არ გაქვს, რომ მაქსიმუმი გააკეთო. იმ დღიდან, რაც გიორგი თეატრში ჩამოვიდა, ყველას უკეთესობისკენ უბიძგებს, ლიდერის თვისებები აქვს.
სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, რომ ერთმანეთის წარმატებისას გვერდში გვყავს და გვიხარია ერთმანეთი. სულ ახალი ჩამოსული იყო გიორგი, საავადმყოფოში ვიყავი შვიდი საათის განმავლობაში, ინფექცია შემეჭრა თითში. სახლში რომ მივედი, გიორგი იქ მელოდებოდა, აინტერესებდა, კარგად ვიყავი თუ არა. იმ მომენტში დაცულად ვიგრძენი თავი…“
