LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არარეალიზებულ ინტელექტუალს დარჩა მხოლოდ ამბიცია, რომ ინტელექტუალია, არადა დღეს თვითმფრინავიდანაც კი შეგიძლია იმუშაო ონლაინ რეჟიმში“ – ციცინო შურღაია

160
ციცინო შურღაია

პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია სოციალურ ქსელში საკუთარ განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ „ინტელექტუალ ადამიანს ფული აუცილებლად უნდა ჰქონდეს“. როგორც ციცინო შურღაია პოსტში აღნიშნავს, მხოლოდ ამბიციები და პასიური ცოდნა ადამიანს ვერ დაეხმარება, ხოლო თანამედროვე ეპოქაში, როცა მუშაობა ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი, უმოქმედობას უბრალო სიზარმაცე ჰქვია.

„ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული! წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ აქვს პრეტენზია, რომ ინტელექტუალია“ – ციცინო შურღაია

„თუ ექიმთან მისასვლელი ფული არ გაქვს ე.ი. ინტელექტუალი არ ყოფილხარ, თორემ იშოვიდი…“, – ამბობს შურღაია.

„არარეალიზებულ ინტელექტუალს, რომელმაც ბევრი ისწავლა, გარკვეულ ასაკს მიაღწია, ბავშვი უკვე აღარ არის, გასუქდა ძალიან და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია სჭირდება, მაგრამ კონსულტაციის ფული არ აქვს, საჭმელში დახარჯა. დარჩა მხოლოდ ამბიცია, რომ ინტელექტუალია. გამოდის, რომ მისი ინტელექტი და ცოდნა არავის არაფერში სჭირდება, გარდა საკუთარი თავისა – ეგოს დასაკმაყოფილებლად და დრო, რომელიც ამ ყველაფერს მოანდომა, სულ ტყუილად დახარჯა. არადა დღეს, როცა ადამიანის რეალიზებისთვის ყველა გზა გახსნილია, გეოგრაფიული საზღვრები არ არსებობს და სახლიდან, თუნდაც თვითმფრინავიდანაც კი შეგიძლია იმუშაო ონლაინ რეჟიმში, რა ჰქვია ასეთ ინტელექტუალს? ზარმაცი ხომ არა?“, – წერს პლასტიკური ქირურგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g