დრეიკმა მუსიკალურ ინდუსტრიაში ისტორიული რეკორდი დაამყარა. იგი გახდა პირველი შემსრულებელი, რომლის სამი ახალი ალბომი — ICEMAN, HABIBTI და MAID OF HONOUR — ერთდროულად ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის” პირველ სამ პოზიციაზე მოხვდა.
მათგან ჩარტის პირველ ადგილზე ICEMAN განთავსდა, მეორე პოზიცია MAID OF HONOUR-მა, ხოლო მესამე, HABIBTI-მ დაიკავა.
ამ მიღწევით დრეიკმა რეპერებს შორის ჩარტში ყველაზე მეტი #1 (15) ალბომის რაოდენობით ჯეი-ზის რეკორდს (14) გადაასწრო. ამასთან, გაუთანაბრდა ტეილორ სვიფტს.
ალბომები განსხვავებული სტილისაა: ICEMAN ძირითადად რეპზეა ორიენტირებული, HABIBTI R&B ჟანრისაა, ხოლო MAID OF HONOUR უფრო საკლუბო და საერთაშორისო ჟღერადობის პროექტია.
სამივე ალბომი, რომლებიც ჯამში 43 სიმღერას მოიცავს, დრეიკმა ერთ ღამეში გამოუშვა.
პასუხები კენდრიკ ლამარს და სენსაცია – დრეიკმა ერთდროულად სამი ალბომი გამოუშვა
აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე არცერთ არტისტს არ ჰქონია შემთხვევა, როცა სამი სხვადასხვა ალბომით ერთდროულად საუკეთესო სამეულში დადებიუტებულიყო. 2020 წელს ტეილორ სვიფტს ერთდროულად Billboard 200-ის პირველი და მე-3 ადგილები ეკავა, ხოლო მაიკლ ჯექსონს გარდაცვალების შემდეგ ეკავა სამივე ადგილი, თუმცა ეს ძველი ალბომები იყო და არა ახალი დებიუტები.
ალბომების ხარისხთან დაკავშირებით კრიტიკოსების ნაწილის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ეს მოვლენა ქსელებში ფართოდ განიხილება როგორც დრეიკის კომერციული ძლიერების მორიგი დასტური.