LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხები კენდრიკ ლამარს და სენსაცია – დრეიკმა ერთდროულად სამი ალბომი გამოუშვა

116
photo-collage.png

15 მაისს, დრეიკმა მუსიკალურ ინდუსტრიაში ნამდვილი სენსაცია მოახდინა.

იმ ფონზე, როცა მსმენელები მისგან მხოლოდ დიდი ხნის განმავლობაში დაანონსებულ დისკს, Iceman ელოდნენ, რეპერმა მოულოდნელად კიდევ ორი მუსიკალური პროექტი წარადგინა და ერთდროულად 3 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

ტრილოგია ჯამში 43 ახალ სიმღერას მოიცავს და მათი მუსიკალური სტილი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება:

Iceman – რეპსა და ჰიპ-ჰოპზე ფოკუსირებული ძირითადი ალბომია, რომელიც 18 სიმღერას აერთიანებს, Maid of Honour-ში 14 სიმღერა შედის და ის საცეკვაო და ჰაუს მუსიკითაა შთაგონებული,
Habibti კი მეტწილად R&B ჟანრის პროექტია 11 სიმღერით.

ალბომებში ისეთ არტისტებთან კოლაბორაციებს ვხვდებით, როგორებიც არიან: Future, 21 Savage, Central Cee, PARTYNEXTDOOR და Sexyy Red.

ეს არის დრეიკის პირველი სოლო რელიზი 2023 წლის ალბომისა და 2024 წელს, კენდრიკ ლამართან მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ.

დრეიკის ახალი ტრილოგიიდან ყველაზე დიდ ყურადღებას კვლავ სწორედ კენდრიკ ლამარის მისამართით გაჟღერებული კრიტიკული ტექსტები და სიმღერებთან ერთად გამოსული მუსიკალური ვიდეოები იქცევს.

ერთ-ერთ კლიპში ნაჩვენებია, თუ როგორ წვავს დრეიკი ტელეფონებისგან შემდგარ „ბოტების ფერმას“. ტელეფონებზე ჩართულია ლამარის დისტრეკი დრეიკისადმი – Not Like Us. ამით დრეიკი მიანიშნებს, რომ ლამარის რეკორდული სტრიმინგები ხელოვნურად, ბოტების საშუალებით იყო გაზრდილი.

დრეიკი ამ ალბომების სიმღერებში ასევე ჯეი-ზის, ლებრონ ჯეიმსსა და სხვა ცნობილ ადამიანებს იხსენიებს.

აღსანიშნავია, რომ დრეიკი შესაძლოა გახდეს პირველი არტისტი ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის” ისტორიაში, რომელიც ჩარტის პირველ სამ პოზიციას სადებიუტო კვირაში ერთდროულად დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები