LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრეიკის ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია – ფანმა ყინული გატეხა

159
photo-collage.png (23)

დრეიკის მომავალი მუსიკალური პრექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია.

გაირკვა, რომ რეპერი მეცხრე სოლო სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით – Iceman, 15 მაისს გამოუშვებს.

ჰიპ ჰოპ არტისტმა ახალი დისკის გამოსვლის თარიღის გასამჟღავნებლად, საკმაოდ უჩვეულო გზას მიმართა.

20 აპრილს დრეიკმა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა კოორდინატები, რომლებიც ტორონტოს ცენტრში განთავსებულ გიგანტურ ყინულის კონსტრუქციაზე მიუთითებდა.

რეპერის ინფორმაციითვე, ინსტალაციის შიგნით ლონგფლეის გამოსვლის თარიღი იყო დამალული.

აღსანიშნავია, რომ ჩაყინული ინფორმაციის გასაჯაროვება ნამდვილ სანახაობად იქცა.

იმ ფონზე, როცა კანადაში ამჟამად საკმაოდ ცივა, პროგნოზირებდნენ, რომ მასიური ყინულის ლოდების სრულ გალღობასა და თარიღის გამოჩენას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ამ პროცესში დრეიკის ფანები ჩაერთნენ და ბლოკების ლღობის დასაჩქარებლად გაერთიანდნენ.

ყველაფერი პირდაპირ ეთერში, ათიათასობით მაყურებლის თვალწინ განვითარდა.

სტრიმერი – Kishka აღმოჩნდა ის, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა და მიზანსაც მიაღწია.

მან ლოდების შუაგულამდე მიაღწია და იქიდან ლურჯი წყალგაუმტარი ჩანთა ამოიღო. Kishka-მ ამ მომენტის აღსანიშნად ჩანთა ჰაერში აღმართა, რაც ნამდვილ ტრიუმფად იქცა.

სანთებელები, ჩაქუჩები, თმის საშრობები – დრეიკის ფანები რეპერის მომავალი ალბომის გამოშვების თარიღის გასაგებად ყინულს ალღობენ

ამ ,,თავდადებისთვის” დრეიკმა სტრიმერი საკუთარ ვილაში მიიხმო და დააჯილდოვა. Kishka-ს საჩუქრად გადაეცა ნაღდი ფულით სავსე ჩანთა – ზოგიერთი წყაროს მიხედვით, $100,000. 

ცნობისთვის, Iceman აღწერილია, როგორც დრეიკის ყველაზე ინტროსპექტიული და „ცივი“ ნამუშევარი, რომელიც პასუხობს ბოლო წლების მუსიკალურ ინდუსტრიაში მომხდარ დაპირისპირებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები